რუსეთმა ოდესის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად დაინგრა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის 1 მოზარდი.
"ოდესის რაიონზე იერიშის შედეგად დაინგრა ორსართულიანი შენობა, რომელშიც ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მშვიდობიანი მოსახლეები. ადამიანები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ". – წერს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ოლეჰ კიპერი.
კიპერის თქმით, მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. დაღუპულთა შორის არიან 43 წლის ქალი, 22 წლის კაცი და 16 წლის გოგო. კიდევ ერთი ქალი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გარდა ამისა, ათმა ადამიანმა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. 9 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ოდესის ოლქის პროკურატურამ რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.