რუსეთის მიერ ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე მიტანილ საჰაერო იერიშს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი.
უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცეპრემიერის, ალექსეი კულებას თქმით, რუსეთმა საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.
ამასთან, კულებას თქმით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი ბოლო ოთხ დღეში უკვე მესამე უცხოური გემია, რომელიც რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
გარდა ამისა, რუსეთმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეზეც, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.





