ბავშვზე ძალადობა

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა

ბათუმელები

გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. გამოცემის გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი მოზარდზე ფიზიკურად რამდენჯერმე ძალადობს. 

ბათუმელების ცნობითვე, მასწავლებელი სამსახურიდან გათავისუფლებულია, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. 

როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის ბათუმელებისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, მასწავლებელთან დასალაპარაკებლად მივიდნენ ბავშვის დედა და მამიდა.

"უარესი კადრებია მეორე დღის, ოღონდ აქ ქალბატონები არიან – დედა და მამიდა. ის არ გავიდა დიალოგზე მშობელთან. როცა მშობელი მოდის და პასუხს გთხოვს ძალადობასთან დაკავშირებით, უნდა დაელაპარაკო. პირდაპირ აგრესიაზე გადავიდა" - ამბობს დირექტორი. 

კომენტარები