კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: გულწრფელად ვამბობ, არანაირი ფასი არ აქვს

არანაირი ფასი არ აქვს - გულწრფელად ვამბობ იმიტომ, რომ ვიცით როგორ იწერება აღნიშნული რეზოლუციები. 

ახლა გავა გარკვეული დრო და გაირკვევა, რომ მაგალითად, ეს კონკრეტული რეზოლუცია, ვიღაცის ლობირებით (ვიღაცას ფულის მისცეს!) და ამის შედეგად დაიწერა აღნიშნული რეზოლუცია

[...] აი, მაგალითად, დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი ხო?

რატომ? რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ იცავს თავის ქვეყნის ინტერესს, იცავს ხალხის ინტერესს, იცავს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს იცავს!

რა არის მიზეზი, რაღაც ხომ უნდა იყოს ხელმოსაჭიდი, რომ საქართველოს მთავრობამ გააკეთა რაღაც ისეთი, გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამანგრეველია, დამაზიანებელია (აცდა ევროპულ კურსს, მიდის სხვაგან) რაღაც ხომ უნდა იყოს? 

რეალურად არ არსებობს არაფერი.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

დღეს, 8 ოქტომბერს, ევროპარლამენტში საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს განიხილავენ.

ევროპარლამენტის ვებგვერდის მიხედვით საქართველოში ვითარების შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი წარადგენს. 

რეზოლუციის შესახებ დებატები ბრიუსელის დროით დაახლოებით 5 საათზე გაიმართება, კენჭისყრა კი ხვალ, 9 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები