რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რუსული რაკეტა და 32 დრონი გაანადგურა

საჰაერო თავდაცვის სისტემა
Pravda.ua

7 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 32 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი და 2 რაკეტა გაანადგურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშის მიხედვით საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანა ბალისტიკური ისკანდერის ტიპის რაკეტითმართვადი საავიაციო X-59 რაკეტით, დაუდგენელი ტიპის რაკეტით, 3 აერობალისტიკური კინჟალის ტიპის რაკეტით. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 2 კინჟალი გაანადგურა.

რუსული დრონები ნიკოლაევის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

გარდა ამისა 37 შაჰედის ტიპის რუსული დრონი ლოკაციურად დაკარგულია.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები