რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ოდესაზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა

ფოტო: Державна служба України з надзвичайних ситуацій

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ კიპერის ცნობით, 6 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა ოდესის რეგიონზე დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს.

კიპერის ინფორმაციით, დრონების თავდასხმის შედეგად ოდესაში კომერციული აღჭურვილობის საწყობს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობა სწრაფად მოხერხდა. ხელისუფლების ცნობით, საწყობის ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა.

აფეთქებების შედეგად გამოწვეული ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია ერთ-ერთი სატვირთო მანქანაში ხანძარი გააჩინა, დაშავდა ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, ნამსხვრევებმა დააზიანეს გაზსადენიც.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო სატვირთო გემი, თუმცა არავინ დაშავებულა. ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია მომხდარის ზუსტი ლოკაცია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ აქრობენ მაშველები ოდესის საწყობში ხანძარს.

უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების ცნობით, 6 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინას 87 შაჰედით, ორი ისკანდერ-მ ტიპის ბალისტიკური რაკეტით, ერთი მართვადი საავიაციო რაკეტით X-59/69 და ერთი ისკანდერ-K ტიპის საკრუიზო რაკეტით შეუტიეს.

კომენტარები