იტალიაში, ქალაქ ბრინდისში Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მგზავრების ევაკუაცია და აეროპორტის დროებით დაკეტვა გახდა საჭირო. Reuters-ის თქმით, მგზავრების ევაკუაცია აფრენიდან მალევე მოხდა, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის გარეთ კვამლი გამოჩნდა.
იტალიური მედიების ინფორმაციით, ბორტზე 184 მგზავრი იმყოფებოდა, მათ დაშვებას აეროპორტში მეხანძრეები დახვდნენ.
ავიაკომპანიის თქმით, არავინ დაშავებულა და მგზავრები ტერმინალს ავტობუსით დაუბრუნდნენ. ფრენა FR8826, ბრინდიზიდან ტურინში გადაიდო, მაგრამ Ryanair-ის თქმით, მგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისაყვანად ისინი დამატებით თვითმფრინავს გამოიყენებენ.





