რუსეთში 1-2 ოქტომბერს ძმები ხადარცევის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
ტურნირში მონაწილეობას რუსეთის მიერ ოკუპირებული თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებიც იღებდნენ.
ტურნირი რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციისა და რესპუბლიკა ჩრდილოეთ ოსეთის სპორტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა: რ.მარსაგიშვილმა, ნ.ბეშიძემ, ს.კობახიძემ, დ.ჯიოევმა, გ.ელბაქიძემ, გ.გოგრიჭიანმა, ა.მელაძემ, ლ.ბაზაძემ.
გარდა ამისა, ტურნირში მონაწილეობა როგორც დამოუკიდებელმა ერთეულმა მიიღო ოკუპირებულმა ყირიმმა.
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელმა ტაბულას განუცხადა, რომ ფედერაციის არ მიუღია მოწვევა აღნიშნული ტურნირიდან, ხოლო სპორტსმენები არ არიან საქართველოს ნაკრების წევრები. სპორტსმენები სავარაუდოდ თვითნებურად წავიდნენ შეჯიბრზე, შესაძლოა პირადი გამოცდილების მიღების მიზნით.