2 ოქტომბერს კოპენჰაგენში ისრაელის საელჩოს მახლობლად ორი აფეთქება მოხდა, რის გამოც მაგ ტერიტორიაზე მდებარე ებრაულმა სკოლამ დღის განმავლობაში სწავლა შეწყვიტა. აფეთქებაში ორი ეჭვმიტანილი შვედი მოზარდი დააკავეს.
კონეპენჰაგენის პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, იენს იესპერსენის თქმით "გამოძიებამ აჩვენა, რომ აფეთქებები ხელყუმბარების გამოყენებით მოხდა". ასევე დაზუსტებით ცნობილი არაა, იყო თუ არა აფეთქების სამიზნე ისრაელის საელჩო.
პოლიციის თქმით, აფეთქება საელჩოსგან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით მოხდა და საელჩოს ახლოს მდებარე შენობები დააზიანა.
ჯესპერსენის თქმით, ეჭვმიტანილები 15-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. მისი თქმით, ერთ-ერთი საელჩოს მახლობლად, ხოლო დანარჩენი ორი მატარებელში კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურზე დააკავეს.
მატარებელში დაკავებულ ორ პირს, სავარაუდოდ, წინასწარი ბრალდებას წაუყენებენ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. პოლიციამ აფეთქებების ინტენსივობის შესახებ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი თქვა.





