უბედური შემთხვევა თბილისში

თბილისში, სამხატვრო აკადემიის მეათე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მეათე სართულიდან 14 წლის მოზარდი გადმოვარდა და დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონა სამხატვრო აკადემიის სტუდენტი არ ყოფილა, ის გადმოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთით კონტაქტური იყო, თუმცა კლინიკაში მიყვანის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ თვითმხილველები ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა თვითმკვლელობის მცდელობა და უბედური შემთხვევა იყო; რის გამოც, გამოძიების პროცესში, შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

კომენტარები