თბილისის მერია

მერია: შალვა მიქელაძის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება 3 ოქტომბრიდან ნაწილობრივ შეიზღუდება

ვაკის რაიონში, შალვა მიქელაძის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N23 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 

"დაგეგმილი სამუშაოების გამო, 3 ოქტომბრის 07:00 საათიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შალვა ნუცუბიძის ქუჩიდან მიქელაძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ვაჟა- ფშაველას II კვარტლის N22, N23, N24 და N25 კორპუსებთან.

ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N22 და N23 კორპუსებთან შესვლა შესაძლებელი იქნება ნიკოლოზ ღიბრაძის ქუჩის გავლით, ხოლო ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N24 და N25 კორპუსებთან მოხვედრა ვაჟა-ფშაველას II კვარტლის II ჩიხის საშუალებით". - წერს მერია.

კომენტარები