1 ოქტომბრის დილას რუსეთმა ხერსონის ბაზარზე საარტილერიო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 4 ადამიანი.
"ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში მდებარე ბაზარზე იერიში მიიტანეს. დარტყმის ქვეშ მოექცა სავაჭრო დახლები, სადაც დილით ხერსონელები ვაჭრობდნენ". – წერს ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრ პროდუკინი.
9:00 საათზე იერიში დაადასტურა პროკურატურამ. უწყების თქმით ბაზრის გარდა დაიბომბა ახლომდებარე გაჩერებაც.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ. ერთის მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





