არჩევნები 2024

ვარლამ ლიპარტელიანი: ქართულ ოცნებასთან ერთად მშვიდობას დავიცავ

რატომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სპორტიდან პოლიტიკაში გადამენაცვლა? იმიტომ, რომ პირველ რიგში, საქართველოს, ისე, როგორც არასდროს, მშვიდობა სჭირდება და მშვიდობისთვის თითოეულმა ადამიანმა ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვარლამ ლიპარტელიანი, ვიცავ მშვიდობას და ყოველთვის დავიცავ, მით უმეტეს, იმ გუნდთან ერთად, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია. ამ გუნდმა ჩვენს ქვეყანას ყველაზე გრძელვადიანი მშვიდობა მოუტანა.

ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ პატივი მხვდა წილად, ამ ძალიან მაგარ გუნდსა და ადამიანებს შევერთებოდი. მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ - და საქართველო გაიმარჯვებს იმ ბოროტებასა და არასწორ მიზნებზე, რაც მეორეს მხარეს ამოძრავებს.

თქვა ყოფილმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელიც ქართული ოცნების სამგორის დელეგატია.

კომენტარები