რუსული გამოცემა Коммерсантъ-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში ონლაინ პლატფორმა Discord-ი შეიძლება აიკრძალოს.
გამოცემამ გაარკვია, რომ 20 სექტემბრიდან რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორმა) Discord-ის მიერ რუსეთში სამართალდარღვევის შესახებ 5 გადაწყვეტილება მიიღო. როგორც Коммерсантъ-ი აღნიშნავს, ეს ქვეყანაში აპლიკაციის დაბლოკვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ანონიმური წყარო, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა, ამბობს, რომ აპლიკაცია რუსეთში "უახლოეს რამდენიმე დღეში" შეიძლება დაიბლოკოს.
გამოცემის თანახმად, ამის შესახებ როსკომნადზორს მიწერეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
მანამდე, სექტემბრის დასაწყისიდან Discord-ის მომხმარებლები აპლიკაციის მუშაობაში შეფერხებების შესახებ საუბრობდნენ.
ინტერნეტ-მონიტორინგის პლატფორმამ, Downdetector-მა 26 სექტემბერს Discord-ის მუშაობაში შეფერხებების 11 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა.
ონლაინ პლატფორმა Discord-ი ვიდეო თამაშების მოყვარულებსა და IT სფეროში დასაქმებულებს შორის არის პოპულარული.





