საქართველოს მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კოალიცია ძლიერ საქართველოს უერთდება.
ამის შესახებ კოალიციის მიერ გორში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს.
"ამ ძალიან დიდ მოძრაობას, აი, ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, უერთდება ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი:
ადამიანი, რომელიც არასდროს არ წასულა კომპრომისზე; ადამიანი, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს იყო პრაქტიკულად ოპოზიციაში; ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა ინსტიტუტები, (რომ არ მოქცეულიყო ვიღაცის გავლენის ქვეშ); ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, არის უწესიერესი ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის". - თქვა მამუკა ხაზარაძემ გიორგი მარგველაშვილის წარდგენისას.