თავდასხმა რობერტ ფიცოზე

სლოვაკეთის პრემიერს, რობერტ ფიცოს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
AP Photo/Petr David Josek

სლოვაკეთის მთავრობის ადმინისტრაციაში, ქვეყნის პრემიერის, რობერტ ფიცოს სახელზე კონვერტი მივიდა, რომელშიც ტყვია იდო. წერილში ტყვია კორესპონდენციის შემოწმებისას, სლოვაკეთის უშიშროების სამსახურის წევრებმა იპოვეს.

სლოვაკეთის მთავრობის პრესის დეპარტამენტის ცნობით, საქმე უკვე გადაეცა სლოვაკეთის პოლიციას და მიმდინარეობს გამოძიება.

მანამდე, სლოვაკეთის 59 წლის პრემიერი 16 მაისს შეიარაღებულმა პირმა ოთხი ტყვიით დაჭრა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპელი ლიდერის მკვლელობის პირველი შემთხვევაა. მას 5-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.

ფიცოზე თავდასხმის გამო 71 წლის მწერალი და აქტივისტი, იურაი ცინტულა დააკავეს, რომელსაც, მათ შორის, ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ, რაც 25 წლიდან სამუდამომდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები