რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის ძალებმა 28 რუსული შაჰედი და 4 რაკეტა ჩამოაგდეს

Українська Правда 

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 სექტემბრის ღამეს მორიგი რუსული თავდასხმის დროს უკრაინის მხარემ მტრის 28 უპილოტო დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდო.

უკრაინის ინფორმაციით, რუსეთმა მთლიანი უკრაინის მიმართულებით ჯამში 32 კამიკაძე დრონი და ოთხივე 4 Kh-59/69 ტიპის რაკეტა ოდესის სამხრეთ რეგიონში გაუშვა. ოდესის რეგიონის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით ერთ-ერთი რაკეტა ღია ზონაში ჩამოვარდა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. ნამსხვრევებმა ასევე დააზიანა ორი სატვირთო მანქანა, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კიევის რეგიონის გუბერნატორის, რუსლან კრავჩენკოს ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმას კრიტიკული ინფრასტრუქტურა ან საცხოვრებელი სახლები არ დაუზიანებია.

ოკუპანტები ხარკოვის რეგიონს S-300 ტიპის საზენიტო მართვადი და სამი დაუზუსტებელი ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს. შაჰედის ტიპის 32 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატის გაშვების ზონები იყო: პრიმორსკო-ახტარსკი და კურსკი - რუსეთის ფედერაცია.

ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, წინა დღეს, სამშაბათს ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 36 ადამიანი.

კომენტარები