რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის თქმით, რუსულ შეიარაღებაში ნაპოვნი უცხოური ნაწილების 60% რუსეთში ჩინეთიდან შედის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი პეკინში შეხვედრისას, 18 ოქტომბერი, 2023
Sergei Guneyev | Afp | Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ვლადისლავ ვლასიუკმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსულ შეიარაღებაში ნაპოვნი უცხოური ტექნოლოგიის დაახლოებით 60% რუსეთში ჩინეთიდან არის შესული.

"თუკი ავიღებთ ყველა ჩვეულებრივი ტიპის შეიარაღებას და [მათში] უცხოურ კომპონენტებს დავთვლით - [კომპონენტების] დაახლოებით 60% ჩინეთიდან მოდის". - განაცხადა ვლასიუკმა.

პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, ომში რუსეთის ბრძოლისთვის საჭირო ტექნოლოგიური ნაწილების მიწოდების მხრივ "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ყველაზე დიდი პრობლემაა".

2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან დღემდე ჩინეთი რუსეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აწვდის, რაც ისეთ ტექნოლოგიას მოიაზრებს, რომელიც როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.

კომენტარები