რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში "რუსოფობიის" შესახებ მუხლის დამატება იგეგმება.
ახალი კანონმდებლობის შემუშავებული დოკუმენტი რუსოფობიას სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებს და ის შესაძლოა გავრცელდეს რუსეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრებ პიროვნებებზეც. აღნიშნული დანაშაული რუსეთის მოქალაქის გარდა შესაძლოა ასევე ჩაიდინოს უცხო ქვეყნის სახელმწიფო მოხელემ და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
იმისთვის, რომ მოხდეს საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების გასამართლება, კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულები გავრცელდება რუსეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
კანონპროექტი შესაძლებლობას აძლევს რუსეთის ხელისუფლებას გამოიძიოს უცხო ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების წინააღმდეგ საქმეები და განაჩენი მათ გაუსწრებლად გამოიტანონ.





