უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 24 სექტემბრის ღამეს განადგურებულია რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 66 დრონი.
"ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფების მიერ, 24 სექტემბერს განადგურებულია მტრის მიერ გაშვებული 81 შაჰედიდან განადგურებულია 66". – წერია უკრაინის საჰაერო ძალების ანგარიშში.
გარდა ამისა რუსებმა 2 ისკანდერის ტიპის და 1 დაუდგენელი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
ოკუპანტებმა დრონები და რაკეტები კურსკის, როსტოვის, ბრიანსკისა და პრიმორო-ახტარსკის რეგიონებიდან ააფრინეს.
საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იერიში მიკოლაევის, ჩერკასის, ვინიცკის, კიევის, ხარკოვისა და სუმის ოლქებში მოიგერიეს.
რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.





