სანქტ-პეტერბურგში 29 წლის სამხედრო აკადემიის კურსანტმა 41 წლის ქალი მოკლა. კაცს ეჭვი გაუჩნდა, რომ ქალი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან არის კავშირში.
კურსანტმა ქალი ღამის კლუბში გაიცნო და საკუთარ სახლში დაპატიჟა, შემდეგ კი ძლიერ სცემა.
მას შემდეგ რაც მსხვერპლმა გონება დაკარგა, კურსანტმა სასწრაფო გამოიძახა. მედიკოსებს ქალი ცოცხალი დახვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დაკავების დროს კურსანტი ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იყო. ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფს. სავარაუდოდ მოკლული სექს მუშაკი იყო.
ეჭვმიტანილი აკადემიაში ჩარიცხვამდე ჯარში კონტრაქტით მსახურობდა.
როგორც რამდენიმე Telegram არხი წერს, მოკლული ქალი სმენადაქვეითებული იყო და სმენის სპეციალურ აპარატს იყენებდა. ეჭვმიტანილს კი აპარატი მოსასმენი მოწყობილობა ეგონა.





