საავტორო კინოს ბათუმის XIX საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) პროგრამა ცნობილია.
წლევანდელი კინოფესტივალი 27 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ისე უცხოური ახალი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმები.
BIAFF მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურის წევრები არიან: გელა ბაბლუანი – ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო), კატარინა კლიმკიევიჩი (პოლონეთი), ნიკოს პანაიოტოპულოსი (საბერძნეთი), ანჟეი სლოვიცკი, (გერმანია), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო).
2024 წლის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პროგრამა ასე გამოიყურება:
მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი
- მომაკვდავი, რეჟ. მათიას გლასნერი, გერმანია;
- რედაქცია, რეჟ. რომან ბონდარჩუკი, უკრაინა;
- გრეისი, რეჟ. ლეონარდო მოურამატეუსი, ბრაზილია;
- ეჭვმიტანილი, რეჟ. რობერტ გლინსკი, პოლონეთი;
- საყვარელი, რეჟ. ლილია ინგოლფსდოტირი, ნორვეგია;
- ნაგავი და თოჯინები, რეჟ. მანიჯე ჰეკმათი, ირანი;
- ის არაა, რასაც ფიქრობ, რეჟ. ვუსლათ სარაჩოღლუ, თურქეთი;
- ერთად 99, შვედეთი/დანია;
- ანტიკვარიატი, რეჟ. რუსუდან გლურჯიძე, საქართველო;
- პანოპტიკონი, რეჟ. გიორგი სიხარულიძე, საქართველო;
სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.





