რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვია – უკრაინის შეიარაღებული ძალები

Youtube/Десантно-штурмові війська ЗС України

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლისიის 95-ე ცალკეულმა სადესანტო-მოიერიშე ბრიგადამ რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვია.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფის პოლისიის 95-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის დანაყოფებმა რუსული საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. 

ეს რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყებიდან რუსული საზღვრის გადაკვეთის უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა". - თქვეს სადესანტო-მოიერიშე ქვედანაყოფში.

სამხედროებმა არ დააკონკრეტეს, რუსული საზღვრის ზუსტად რომელ მონაკვეთზეა საუბარი. 

უკრაინამ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები რუსეთისთვის მოულოდნელად დაიწყო. 19 აგვისტოს მონაცემებით, უკრაინა კურსკში 1 250 კვადრატულ კილომეტრსა და 92 დასახლებას აკონტროლებდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ კურსკში მოქმედებების შედეგად რუსეთს ამ მიმართულებით 40 000 ჯარისკაცის გადაგზავნა მოუწია.

კომენტარები