აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია.
"თუ როდესმე მითქვამს, რომ ეს არარეალისტურია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ წავიდეთ. ბევრი რამ არ ჩანს რეალისტური, სანამ მას არ გავაკეთებთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მცდელობა“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს უზრუნველყოს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას.
"ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას და ვცდილობთ უზრუნველვყოთ, როგორც ჩრდილოეთ ისრაელის, ასევე სამხრეთ ლიბანის მოსახლეობის თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ჩვენი მთელი გუნდი და დაზვერვის საზოგადოება ცდილობენ ამის მიღწევას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, სანამ არ მივაღწევთ მიზანს, თუმცა, ჯერ გზა კვლავ გასავლელია". - თქვა ბაიდენმა.





