რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინის დახმარების განსახილველად კიევში ჩავიდა

ურსულა ფონ დერ ლაიენი
The Guardian

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩავიდა, რათა უკრაინისადმი ევროპის დახმარება, ზამთრისთვის მზაობა, თავდაცვა და დიდი შვიდეულის სესხებზე პროგრესი განიხილოს.

"ჩემი მე-8 ვიზიტი კიევში იმართება მაშინ, როცა მალე გათბობის სეზონი დაიწყება და რუსეთი [უკრაინის] ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას განაგრძობს". - წერს ლაიენი X-ზე.

გუშინ, 19 სექტემბერს, მან განაცხადა, რომ ზამთარში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან ჯამში 160 მილიონ ევროს გაუგზავნის.

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების შედეგად, უკრაინის ელექტროენერგიის წარმოება დაახლოებით 9 გიგავატით შემცირდა, რაც ლაიენის თქმით, "ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ელექტროენერგიის ტოლფასია".

ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინა ინფრასტრუქტურის შეკეთებითა და დამატებითი ექსპორტით დაეხმარება. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში 19 სექტემბერს განაცხადეს, რომ ზამთარში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის გამო, უკრაინაში დეფიციტმა შესაძლოა 6 გიგავატს მიაღწიოს.

"ჩვენი მიზანია 2.5 გიგავატის მოცულობის აღდგენა, რაც უკრაინის საჭიროების 15%-ია". - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. დამატებით, ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტს 2 გიგავატით გაზრდის.

კომენტარები