რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედია: მომავალ კვირას კამალა ჰარისი ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში შეხვდება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომავალ კვირას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამალა ჰარისი ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

18 სექტემბერს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმაც აღნიშნა, რომ თუ ამის შესაძლებლობა იქნება, ვიცეპრეზიდენტი ჰარისი ზელენსკის შეხვდება. 

"ვიცი, რომ ის რამდენჯერმე პირისპირ შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის და ასევე ვიცი, რომ ტელეფონითაც გაესაუბრა. ეჭვი არ მეპარება, რომ მათ შორის საუბარი შედგება, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდა" – თქვა კირბიმ ჟურნალისტებთან.  

საუბრის მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი და უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება იქნება. 

27 აგვისტოს, ზელენსკის თქვა, რომ მას აქვს რუსეთთან ომის დასრულების გეგმა, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გადასცემს. 

ზელენსკის მიხედვით, ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთში, კურსკის რეგიონში მიმდინარე ოპერაციაა. 

კომენტარები