შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფირებული ჰყავთ.
"ვარკვევთ, ვმუშაობთ და თუ გვაცდით... დიახ, ვმუშაობთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს, აუცილებლად იქნება დასჯილი დამნაშავე" - ამბობს ის.
კითხვაზე, "იცით, ვის ეძებთ?", თეიმურაზ კუპატაძე პასუხობს - "რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით".
ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.