ივანიშვილის განცხადებამ და სხვა ქართველი პოლიტიკოსების მოულოდნელმა ტონმა სამხრეთ ოსეთთან ახალი ატმოსფეროს შექმნის შესახებ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. სულ უფრო იზრდება გაგება, რომ 2008 წელს სააკაშვილის ავანტიურის შედეგად გამოწვეული მტრობა და კონფრონტაცია უნდა ჩანაცვლდეს გონიერებითა და სტაბილურობით. ბოლო 16 წლის განმავლობაში, საქართველო პოლიტიკურად მომწიფდა.
tbl.ge/6wmd
დაკოპირდა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ გორში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ქართველებმა ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს ოს დებს და ძმებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მალე ჩატარდება "ქართული ნიურნბერგის პროცესი", რაც ოსებთან შერიგების წინაპირობაა.
ამავე თემაზე
- პოლიცია მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უსაფუძვლო დაკავებას აგრძელებს - საია
- მშვიდობიანი გამოხატვის წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებაა - DRI
- "შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ" - საკრებულოსთან პოლიციამ 10 მოქალაქე დააკავა
- ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
- პაპუაშვილი ოქრიაშვილზე: ეს არის ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანია ავტორიტეტების გაქრობა




