სოციალურ ქსელებში თინეიჯერების დასაცავად, Instagram-ი თავისი არასრულწლოვანი მომხმარებლების გვერდებს ავტომატურად დახურავს. დახურული გვერდი გულისხმობს, რომ ის საჯარო არ იქნება და ფოტოების სანახავად ან მიმოწერისთვის გვერდის გამოწერა მოგიწევს. Apple news-ის თქმით, არასრულწლოვნები ვერ შეძლებენ პარამეტრების შეცვლას გვერდის გასაჯაროებისთვის, ან ყალბი თარიღით ახალი გვერდების გაკეთებას.
ბავშვთა უსაფრთხოებაზე მრავლაწლიანი კრიტიკის შემდეგ, Meta-ს პლატფორმებიდან ერთ-ერთმა, Instagram-მა განაცხადა, რომ მის ბაზაში არსებულ 100 მილიონზე მეტ, 18 წელს ქვემოთ პირების მიერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ მის საზღვრებს გარეთ შექმნილ გვერდებს დახურავს და პარამეტრების შეცვლა მხოლოდ 16 წელს ზემოთ პირებს შეეძლებათ.
დახურული გვერდი, ამ შემთხვევაში, გულისხმობს არამხოლოდ მიმოწერების შეზღუდვას, მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც უკვე გყავს კონტაქტებში, არამედ შეიზღუდება ზრდასრული ადამიანებისთვის განკუთვნილი კონტენტიც. ღამის საათებში კი ავტომატურად უხმო რეჟიმზე გადავა.
Instagram ვარაუდობს რომ თინეიჯერებს ეს ცვლილება არ მოეწონებათ და შესაძლოა მათი დიდი რაოდენობა დაკარგონ.
"მინდა დავიჯერო, რომ მშობლების ნდობის მოპოვება და მათთვის სიმშვიდის მინიჭება, გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესს დაეხმარება, თუმცა მოკლევადიანში ეს აუცილებლად დააზიანებს მას". - ამბობს Instagram-ის უფროსი, ადამ მოსერი ერთ-ერთ ინტერვიუში.





