რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, რუსეთის ქალაქებზე დარტყმების შემთხვევაში, მოსკოვი "უფრო მძლავრი იარაღით უპასუხებს, რომელიც მზადყოფნაშია".
"დღეს აშშ-ს არ ერიდება და ღიად განიხილავს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების მიტანის შესაძლებლობებს. და რას არის ეს დატყმების მიტანა? სატელიტური ჯგუფები ეკუთვნის აშშ-ს და NATO-ს ქვეყნებს. დამიზნება და ბრძანებების შესრულება ამ შემთხვევაში მაღალი სიზუსტის იარაღიდან მოხდება NATO-ს სამხედრო ძალების მიერ, რომლებიც კავშირში იქნებიან სატელიტურ ჯგუფებთან. ეს კი ნიშნავს, რომ NATO ამ კონფლიქტში სრულად ჩათრეული იქნება.
ამ განხილვებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს საშინელი შედეგები. ისინი განიხილავენ დარტყმების განხორციელებას ჩვენს მშვიდობიან ქალაქებზე, თანაც ფიქრობენ, რომ ეს მათ არ შეეხებათ. ეს ასე არ არის. ჩვენ ვუპასუხებთ. ჩვენ გვაქვს ის, რითიც შეგვიძლია ვუპასუხოთ. უფრო მძლავრი იარაღი მზადყოფნაშია". - თქვა ვოლოდინმა.