აშშ-ს სანქციები

მორგოშია სანქციებზე: კომფორტული არ არის, როცა ანგარიშები, კომპანიებში მოძრაობა არ გექნება

მიზეზი ეგ იყო, რომ თავისუფალ მომიტინგეებს, სიტყვის თავისუფლებას და რაღაცას ვებრძვი.

სავიზო შეზღუდვაც არის დაწესებული და რაღაც მაგნიტსკის სიაში ხარო - მე ვერ გეტყვით, რომ ეს კომფორტულია და კარგია და პრობლემა არ არის, მაგრამ ამას ეშველება, ჩვენც გვაქვს ჩვენი სიები.

ანგარიშები როცა არ გექნება, კომპანიებში მოძრაობა არ იქნება, პრობლემა თავისთავად იქნება, მაგრამ ეს ყოველთვის იყო მოსალოდნელი.

თქვა პუტინისტური მოძრაობა ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ, 16 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო ხაზინამ "ხარება", იგივე ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური და პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა.

აშშ-ის ხაზინის მიერ დაწესებული სანქციების გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები