რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორი ოფიცერი – ივან პოპულოვსკი და გრიგორი ზორინი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით სამინისტროს ჩინოსნებმა 11 მილიონი რუბლის ოდენობის ქრთამი აიღეს.
პოპულოვსკი თავდაცვის 4924-ე განყოფილების ხელმძღვანელია, ხოლო ზორინი მისი მოადგილე.
სისხლის სამართლის საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროსთვის ელექტრო პროდუქტებისა და კაბელების მიწოდებას. სახელმწიფო შეკვეთის ჯამური ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გამოძიების ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლები "პოპულოვსკისთან და ზორინთან შეთქმულებაში შევიდნენ". გარდა ამისა, მათ სურდათ "მიეღოთ სხვა პრივილეგიები და პრეფერენციები".