მიხაილ როთი

ზარქუა როთზე: მისი ღირებულებებითა და ადათ-წესებით, ალბათ, გვარამიასთან ჩამოვიდა

მიხაილ როთი ჩვენთან არ არის ჩამოსული. მისი ღირებულებებით, ტრადიციებითა და ადათ-წესებით, ალბათ, ნიკა გვარამიასთან არის ჩამოსული - ჩამოსულია ნიკა მელიასთან. ჩახდილებთან არის ჩამოსული. ბუნებრივია, ჩვენ მას არ შევხვდებით. სანამ ის ჩვენს ეკლესიასა და ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის, იქამდე მასთან რა საერთო გვაქვს - არანაირი. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ. დღეს, 16 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა. 

კომენტარები