გერმანია

გერმანიამ შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი კვლავ გაამკაცრა

გერმანიის პოლიცია პოლონეთიდან გერმანიის ტერიტორიაზე შემოსულ მანქანას ამოწმებს
ფოტო: Maja Hitij/Getty Images

16 სექტემბრიდან გერმანიამ სახმელეთო საზღვრის კონტროლი შენგენის ზონის კიდევ ხუთ ქვეყანასთან აამოქმედა. გერმანიის პოლიცია შემდეგი ექვი თვის მანძილზე დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის და ლუქსემბურგის საზღვრებს გააკონტროლებს.

სასაზღვრო კონტროლის დაწესების მთავარი მიზეზად უკონტროლო მიგრაცია და შიდა უსაფრთხოების დაცვა სახელდება.  

"ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობას, განსაკუთრებით ისლამისტური ტერორიზმისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულებისგან დაცვას". - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.

ერთი წლით ადრე გერმანიამ სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი აამოქმედა ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, სასაზღვრო კონტროლი არალეგალური მიგრაციისა და თავშესაფრის მიღების გადატვირთული სისტემის შეზღუდვისთვის აუცილებელი ზომაა.

"ჩვენ ვაძლიერებთ შიდა უსაფრთხოებას კონკრეტული ქმედებებით და ვაგრძელებთ მკაცრად აღებულ კურსს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. სანამ ჩვენ ევროკავშირის გარე საზღვრების ძლიერ დაცვასა და თავშესაფრის საერთო ევროპულ სისტემას მივაღწევთ, ეს ასევე მოითხოვს ჩვენი ეროვნული საზღვრების კონტროლის გაზრდას. ამ კონტროლმა ასევე მოგვცა ეფექტური შედეგი, 30 000-ზე მეტი უარყოფა საზღვართან მხოლოდ 2023 წლიდან მოყოლებული პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ავსტრიისა და შვეიცარიის სახმელეთო საზღვრებზე. ამიტომ, ჩვენ გავაფართოვებთ შიდა საზღვრის დროებით კონტროლს გერმანიის ყველა სახმელეთო საზღვარზე. ეს ნაბიჯი ასევე ემსახურება ისლამისტური ტერორიზმისა და სერიოზული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის საფრთხისგან დაცვას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ამ საფრთხეებისგან დავიცვათ". - ამბობს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი.

კომენტარები