გერმანია

გერმანია პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს აძლიერებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, ქვეყანა პოლონეთსა და ჩეხეთთან სასაზღვრო კონტროლს გააძლიერებს

ფეზერმა ადგილორბივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ცვლილება მიზნად ტრეფიკინგთან ბრძოლას ისახავს. 

2022 წელს გერმანიამ დაახლოებით მილიონი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა არაუკრაინელთა მიერ თავშესაფრის თხოვნის შემთხვევებიც. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თავშესაფრის მთხოვნელების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფას ცდილობენ, თუმცა, მათი დიდი რაოდენობის გამო, ყველას დაკმაყოფილება უჭირთ.

ფეზერს არ დაუზუსტებია, ახალი ზომები როდის შევა ძალაში. Politico-ს ცნობით, სასაზღვრო კონტროლის ცვლილების შესახებ ოფიციალური განცხადება 27 სექტემბერს გაკეთდება.

კომენტარები