რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინული იერიშის შედეგები ბელგოროდში
TACC

უკრაინამ ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და 15 კერძო ავტომობილი.

"საბედნიეროდ კორპუსის მაცხოვრებლებიდან არავინ დაშავებულა. მათ დროულად გაიგეს საგანგაშო სირენის ხმა და თავი აბაზანებს შეაფარეს". – წერს გლადკოვი.

მოგვიანებით გლადკოვმა თქვა, რომ იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

კომენტარები