გუშინ საოკუპაციო ზოლთან გორში ბიძინა ივანიშვილმა სცადა ღირსება აეყარა ჩვენი ქვეყნისთვის. მისი განცხადება იყო მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ისტორიის გაყალბების მცდელობა, მისი განცხადება, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და სისხლი დავღვარეთ ჩვენი ძმების, როგორც მან თქვა, იყო ტყუილი მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავემცირებინეთ. ჩვენს ერზე ისევ ეძალადათ და დავეტერორებინეთ იმ მუქარებით, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს. საერთოდაც ადამიანების დაშინებას, ჩვენს ისტორიულ ტრაგედიებს, ისტორიულ ტყუილებს ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც იყენებ პოლიტიკურ ტექნოლოგიად, როცა შენი ერის მდგომარეობა შენთვის სრულიად უმნიშვნელოა და მთავარია არჩევნებში გამარჯვება, არ შეიძლება იყო ქვეყნის პირველი პირი.
დღეს მერაბმა, ისევე როგორც ოლიმპიელებმა და ფეხბურთელებმა დაამტკიცა, რომ ვართ ღირსეული ერი, წარმატებული ადამიანების ქვეყანა და ჩვენ ამ წარმატებაზე, ღირსებაზე და უფლებაზე ვისწრაფოდეთ ბედნიერებისკენ და ამის მომტან ერთადერთ გზაზე, რომელიც არის ევროპული გზა, უარს არ ვიტყვით.
[...] არავის გამოუვა რომ დაგვაჯეროს, თითქოს ქართველები ვართ დამარცხებული, მოძალადე, წარუმატებელი ქვეყანა.





