რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 1 რუსული რაკეტა და 10 დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

უკრაინის საჰაერო ძალებმა 15 სექტემბრის ღამეს 1 რუსული რაკეტა X-59 და 10 უპილოტო საფრენი აპარატი შაჰედი გაანადგურა.

საჰაერო ძალების ცნობით, რადიოტექნიკური ჯარის ქვედანაყოფებმა სულ 17 რუსული სამიზნე აღმოაჩინეს:

  • ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა;
  • 1 X-59 საავიაციო მართვადი რაკეტა;
  • 14 უპილოტო საფრენი აპარატი შაჰედი;

რუსებმა ბალისტიკური რაკეტებით ოდესის ოლქზე ოკუპირებული ზაპოროჟიედან მიიტანეს იერიში, შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი. X-59 რაკეტა ზაპოროჟიეს ოლქიდან გაისროლეს, ხოლო შაჰედები ოკუპირებული ყირიმიდან აფრინდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები