ჩინეთის პროტესტის მიუხედავად, 13 სექტემბერს ორმა გერმანულმა სამხედრო-საზღვაო ხომალდმა ტაივანის სრუტე გადაცურა.
"საერთაშორისო წყლები საერთაშორისო წყლებია". - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ლიტველ კოლეგასთან, ლაურინას კაშიუნასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პისტორიუსის თქმით, "ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია და, ამინდის პირობების გათვალისწინებით, ყველაზე უსაფრთხოა, შესაბამისად ჩვენ [სრუტეში] გავცურავთ".
გერმანული ხომალდების სრუტეში შესვლამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაო ნინგმა გერმანიის ნაბიჯი დაგმო და მას ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევის გამამართლებელი ქმედება უწოდა.
"ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით 'ნავიგაციის თავისუფლების' დროშის ქვეშ პროვოკაციებსა და ჩინეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საფრთხეში დაყენებას". - განაცხადა მაო ნინგმა პრესკონფერენციაზე.