დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

ამერიკის უმაღლესი გენერალი ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის დაჩქარებას ითხოვს

Reuters

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ თქვა, რომ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის პროცესი უნდა აჩქარდეს, რათა პეკინმა თავდასხმა გადაიფიქროს. 

მარკ მილიმ რეპორტიორებთან თქვა, რომ აშშ-ს მიერ პარტნიორებისთვის იარაღის მიწოდების ტემპი გასაუმჯობესებელია.

ტაივანსა და აშშ-ს შორის საბრძოლო თვითმფრინავების და ტანკების შესყიდვის პროცესი წლებია მიმდინარეობს. მარკ მილის აზრით, ტაივანს ამჟამად ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება.

11-12 ივლისს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობისას ჩინეთმა ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო. 13 ივლისს ტაივანის სრუტეზე ამერიკულმა საზღვაო ძალების თვითმფრინავმა გადაიფრინა. 

კომენტარები