რუსეთი

ტანკებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელ ომსკის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ხანძარი ომსკის ქარხანაში
Rbc.ua

რუსეთში, ომსკში სამხედრო საწარმო Омсктрансмаш-ზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე დილიდან მეხანძრეები მუშაობენ.

"Омсктрансмаш-ის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთი საწარმოს სახურავს. საწარმოში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ". – წერს ომსკის ოლქის ადმინისტრაცია.

სამხედრო ქარხანაში ტანკები და სოლნცეპიოკის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები იწარმოება. 

ქარხანა უფრო მსხვილი სამრეწველო კონცერნის ურალვაგონზავოდის ნაწილია, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.

ომსკის ქარხანაში ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები