აშშ-უკრაინა

ენტონი ბლინკენი და დევიდ ლამი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ

ენტონი ბლინკენი და დევიდ ლამი უკრაინის წარმომადგენლებს ხვდებიან
ფოტო: Mark Schiefelbein/AFP/Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამი 11 სექტემბერს კიევში უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად ჩავიდნენ.

ბლინკენის თქმით, მას სურვილი აქვს პირადად მოისმინოს უკრაინის პრეზიდენტისგან თუ რა მიზნები აქვს კიევს მიმდინარე ომში და როგორ შეუძლია ვაშინგტონს ამ მიზნების ასრულებაში დახმარება.

"ვფიქრობ, რომ უკრაინისთვის, რომელიც საშემოდგომო საბრძოლო სეზონის შუაგულშია, იმის ფონზე რომ რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიას, ეს ნამდვილად კრიტიკული მომენტია".   - თქვა ბლინკენმა სამშაბათს ლონდონში დევიდ ლამისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"თქვენ პირველივე დღიდან ხედავდით, რომ ჩვენ ბრძოლის ველზე მიმდინარე მოვლენებთან ვცდილობდით ადაპტირებას იმის მიხედვით თუ რას აკეთებდა რუსეთი კონკრეტულ ადგილას და რა საშუალებებით". - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიევში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

იმასთან დაკავშირებით მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას აშშ-ს სარაკეტო სისტემების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას ბლინკენმა გადაჭრით საუბარი არ ისურვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად იმაზე მეტი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, ვიდრე შეიძლება ჩანდეს.

კომენტარები