რუსეთი

კომიკოსი, დიმა გავრილოვი თბილისში გამართულ სთენდაფ შოუზე ხუმრობისთვის 13 დღით დააპატიმრეს

ნიჟნი ნოვგოროდის რაიონულმა სასამართლომ სთენდაფ კომიკოსს, დიმა გავრილოვს თბილისში შოუზე ნათქვამი ხუმრობის გამო ადმინისტრაციული ბრალდებით, 13 დღით პატიმრობა მიუსაჯა

კომიკოსს ბრალი "ზიზღის, ან შუღლის წაქეზებასა და ადამიანის ღირსების დამცირებაში ედება ბრალი. 

Youtube-ზე გავრილოვის არხზე გავრცელდა თბილისში გამართული ღონისძიების ვიდეო, სადაც კომიკოსი დამსწრეებს მოუწოდებს, თბილისში მათი ცხოვრების შესახებ ისაუბრონ, რა დროსაც, ის რუსი ჯარისკაცის პაროდიას აკეთებს. 

"რომ არ მოვდუნდე, სახლში, კედელზე დავწერე: "შევე*ი რუსებს", რათა არ დამავიწყდეს, სად ვარ" – ამბობს გავრილოვი ვიდეოჩანაწერში. 

მიუხედავად ამისა, ვიდეოს აღწერაში წერია, რომ ყველაფერი იუმორისტულ კონტექსტშია ნათქვამი. 

კომენტარები