ეს მორიგი სპეკულაციები გახლავთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით სანქციებს და ამასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ.
საქართველოს კარი ღიაა ტურისტისთვის, ასევე, ბიზნესისთვის. ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადაამიანები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით.
აქვემ თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფო რუსულ კომპანიებზე.





