რუსეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (როსკომნადზორი) ინტერნეტ რესურსების დაბლოკვისთვის საჭირო სისტემის განახლებისთვის დაახლოებით 60 მილიარდი რუბლის (660$ მილიონი) დახარჯვას გეგმავს.
ვარაუდობენ, რომ განახლება როსკომნადზორს VPN-თან (Virtual Private Networks) ბრძოლაში საგრძნობლად დაეხმარება.
პროექტის მიხედვით, 2025-ან 2030 წლამდე დაგეგმილია ე.წ საფრთხეების საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებების (TSPU) მოდერნიზაცია. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი საშუალებების დამონტაჟებასაც.
"ამ მოდერნიზაციის შედეგად შესაძლოა VPN სერვისებმა აკრძალულ კონტენტთან წვდომის თავისი ეფექტურობა სრულიად დაკარგონ". - ამბობს DRC იურიდიული ფირმის ექსპერტი, კირა ტარანი.
Statista-ს მონაცემებით, 2023 წლის მეორე ნახევარში როსკომნადზორმა 130 ათასზე მეტი ვებგვერდი დაბლოკა, ამათგან 26 ათასი დაბლოკილია უკრაინაში მიმდინარე ე.წ "სპეცოპერაციის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო".
გარდა ამისა, 1 მარტს რუსეთში დაბლოკილი სერვისებისთვის გვერდის ავლის საშუალებების მათ შორის VPN-ის, რეკლამირება აიკრძალა. Roskomnadzor-მა დაიწყო ასეთ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა და შესაბამისი არხების დაბლოკვა. ივნისში როსკომნადზორმა ამ შინაარსის მოთხოვნით Google-სა და Opera-ს მიმართა. ორივე კორპორაციისგან "არალეგალურ მასალებზე" წვდომის შეზღუდვას მოითხოვდნენ.





