მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჩეხებთან პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საოცარი შეხვედრა გამოგვივიდა. გასვლითი მატჩი გუშინ ალბანეთში ძალიან რთული თამაში იყო, რა თქმა უნდა, დასრულდა ჩვენი გამარჯვებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში ფეხბურთელებს. [...] ეს წარმატება, რაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა, არის იმ დიდი შრომის შედეგი, რაც ნაკრების თითოეულმა წევრმა გასწია და იმ მხარდაჭერის ნაყოფი, რასაც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ეწევა.





