ენმ-ს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, კოალიცია ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრს ბესო ქართველიშვილს ამბროლაურში მანქანა დაუზიანეს.
"დღეს, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრს ამბროლაურში, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, საბურავები იყო დაშვებული, რადგან ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენს სხვადასხვა წევრთან ერთად და ხვდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს გეგმებს და ჩვენს დღის წესრიგს.
ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის სახე ყველგან.
[...] დაიწყეს გამოძიება, ცნეს დაზარალებულად ბატონი ბესო, თუმცა დასჯიან თუ არა დამნაშავეს ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი დამნაშავე ზონდერი არ ისჯება, თუმცა 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ მათ პარპაშს" - ამბობს ფავლენიშვილი მთავართან.





