5 სექტემბერს ჰანტერ ბაიდენმა ფედერალურ საგადასახადო საქმეში ცხრავე ბრალდება აღიარა. მისი აღიარება ლოს-ანჯელესის ოლქის მოსამართლემ, მარკ სკარსკიმ ჩაიბარა.
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს ბრალად სისხლის სამართლის სამი დანაშაული ედება, მათ შორის, გადასახედებისგან თავის არიდებისა და თაღლითური საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაა. ჰანტერ ბაიდენმა უკვე ოფიციალურად აღიარა გადასახედებისგან თავის არიდების 1, თაღლითური საგადასახო დეკლარაციების გაყალბების 2 , გადასახადების გადაუხდელობის 4 და საგადასახადო დეკლარაციის არ წარდგენის 2 ბრალდება.
განაჩენის გამოტანა 16 დეკემბერს არის დაგეგმილი. ბრალდების მხარეს მოსამართლის მიერ შემოთავაზებული განაჩენის გამოტანის თარიღი არ გაუპროტესტებია.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილს მისი დანაშაულისთვის 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მოსამართლეს თქმით, მას ასევე შეიძლება სოლიდური ჯარიმა დაუწესდეს, დაახლოებით 1,3 მილიონი დოლარის ფარგლებში.





