ოკუპირებული ტერიტორიები

დუმის დეპუტატმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთთან მიერთების პირობა დაასახელა

სახელმწიფო დუმაში დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ ვოდოლაცკი

რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ის, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ ვოდოლაცკიმ რუსულ მედიასთან დაასახელა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებისთვის საჭირო ერთადერთი პირობა. 

ვოდოლაცკის თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდება რეფერენდუმი და მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან მიერთებას დაუჭერს მხარს.

"ყველა საკითხი აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ყველა სხვა სუვერენულ სახელმწიფოში, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება სურს, ეროვნული რეფერენდუმით წყდება. მხოლოდ აღნიშნული სახელმწიფოს მოსახლეობას და არა ლიდერებს აქვს უფლება, გაწევრიანების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, თუ ჩატარდება ეროვნული რეფერენდუმი, თუ ხალხი გამოხატავს რუსეთთან მიერთების სურვილს, მაშინ დაიწყება ყველა სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციური ნორმებისა და უფლებების გასაფორმებლად" – ამბობს ვოდოლაცკი.

კომენტარები