დმიტრო კულება

რადამ დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა დაუკმაყოფილა

REUTERS/Amr Alfiky

უკრაინის რადამ საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა

რამდენიმე საათით ადრე რადას მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების განხილვისას, რადამ კულებას გადადგომის საკითხი "სასწრაფოდ გადადო".

4 სექტემბერს კულებამ გადადგომის წერილი დაწერა. მინისტრის გადაწყვეტილებას მმართველ პარტიაში უმიზეზო უწოდეს.

ცოტა ხნით ადრე ფრაქცია სლუგა ნაროდას თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ "სამთავრობო გადატვირთვა" იგეგმება, რომლის შედეგად მინისტრთა კაბინეტის 50% შეიცვლება.

დმიტრო კულება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2020 წლის 4 მარტიდან იკავებდა.

კომენტარები